Youtube-ზე ყველაზე პოპულარულ ვიდეოს 14 მლრდ ნახვა აქვს – ნახეთ რეიტინგი

YouTube-ი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმაა, სადაც ყოველდღიურად ათასობით ვიდეო იტვირთება. ამჟამად პორტალზე ყველაზე ხშირად ნახავდი ვიდეოების რეიტინგში საბავშვო მუსიკალური ვიდეოკლიპები ლიდერობენ. ხუთეულშია ასევე ედ შირანის Shape of You და Luis Fonsi-ს Despacito.
პირველ ადგილზე თითქმის 14 მლრდ ნახვით საბავშვო მუსიკალური კლიპი – Baby Shark Dance-ია, მეორეზეა – Despacito (8.4 მლრდ ნახვა), მესამეზე – Johny Johny Yes Papa (6.8 მლრდ. ნახვა), მეოთხეზე ასევე ბავშვების ფავორიტი – Bath Song-ი (6.6 მლრდ ნახვა) და მეხუთეზე – ედ შირანის Shape of You (6.1 მლრდ ნახვა).
ოცეულშია – რუსული საბავშვო მულტსერიალის „მაშა და დათვის“ მე-17 სერია (4.6 მლრდ ნახვა), Maroon 5-ის Shugar (4 მლრდ ნახვა), Katy Perry-ს Roar (4 მლრდ ნახვა) და Shakira-ს Waka Waka (3.8 მლრდ ნახვა).
პორტალი 2005 წელს კალიფორნიაში, სან-ბრუნოში შეიქმნა და პირველი ვიდეო – Me at the zoo 2005 წლის აპრილში აიტვირთა. ის პლატფორმის თანადამფუძნებელმა ჯავედ კარიმმა ატვირთა. ჯავედი ზოოპარკში სპილოების ვოლიერის წინ დგას და ამბობს: „ჩვენ ახლა ვიმყოფებით სპილოებთან, ყველაზე მაგარი მათში ის არის, რომ ძალიან, ძალიან გრძელი ხორთუმები აქვთ“. ვიდეოს 305 მლნ ნახვა და 10 მლნ-ზე მეტი კომენტარი აქვს.
Youtube-ზე პირველი მილიონი ნახვა 2005 წლის ნოემბერში Nike-ის რეკლამამ მოაგროვა, სადაც ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო მონაწილეობდა. მილიარდიანი ნახვის ზღვარი კი Gangnam Style-მა 2012 წლის დეკემბერში გადალახა. 2022 წლის 13 იანვარს Pinkfong-ის Baby Shark პირველი ვიდეო გახდა, რომელმაც 10 000 000 000 ნახვა მოაგროვა.