ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2013 წლიდან პატიმართა უფლებების დარღვევის შესახებ ჩვენ გვაქვს ნული განცხადება – გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა გივი მიქანაძემ და ხატია წილოსანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე გამართულ დებატებში მიიღეს მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გივი მიქანაძემ, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვეკომიტეტის თავმჯდომარედ მეორედ არჩიეს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მიერ 2013 წლიდან სასჯელაღსრულების სისტემაში მიღწეულ ცვლილებებზე.
“ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, 2013 წლიდან პატიმართა უფლებების დარღვევის შესახებ ჩვენ გვაქვს ნული განცხადება”, – განაცხადა გივი მიქანაძემ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში წარმოდგენილი პოზიტიური დაკვირვებები ნათლად ასახავს საქართველოს მთავრობის სულისკვეთებას, პატივი სცეს პატიმართა უფლებებს, ასევე პატიმართა მკურნალობისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს.
სესიაზე, თემაზე “გლობალიზაცია კრიზისისა და ომის დროს”, გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღო დელეგაციის წევრმა ხატია წილოსანმა.
„იმის მიუხედავად, რომ COVID-19-მა, ს აგრესიულმა მოქმედებებმა უკრაინის წინააღმდეგ და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ აშკარად დააზარალა საქართველოს ეკონომიკა, ჩვენ შევძელით სტაბილური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და კანდიდატის სტატუსის მიღებით მივაღწიეთ მნიშვნელოვან პროგრესს ჩვენი ქვეყნის ევროპული მისწრაფებების ასპარეზზე“, – განაცხადა ხატია წილოსანმა.
22-26 იანვარს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს. სესიის განმავლობაში, ასამბლეამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი აირჩია. გაიმართა დებატები ისეთ თემებზე, როგორიცაა: მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, ბავშვების მდგომარეობა ში, მიგრაციის და თავშესაფრის თემის გამოყენება საარჩევნო კამპანიაში, გლობალიზაცია კრიზისის და ომის დროს, საპატიმროებში წამების და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებები.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: გივი მიქანაძე, ხატია წილოსანი, ეკა სეფაშვილი, ქეთევან თურაზაშვილი, და ანა წითლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი და მათ შორის პოლონეთიც მიგრანტთა მიღებას ამკაცრებს არა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, არამედ, მის მიერ მიღებული „მიგრაციული პაქტის” გამო, რაც ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია: იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ „ქართუს“ მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს

მსგავსი ბრალდებით დადანაშაულებული იყო ერაყი და სწორედ ამ ფეიკ დაბრალების გამო მოხდა სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივად განადგურება და მათი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება

ექიმი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ინფორმაციაზე: თვითონვე ამბობენ ავტორები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა