Reuters – უკრაინა წელს ოთხი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს

უკრაინა 2024 წელს ოთხი ბირთვული რეაქტორის მშენებლობას დაიწყებს. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ Reuters-თან საუბარში განაცხადა.
გალუშცენკოს თქმით, ბირთვული რეაქტორების მშენებლობა მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე დაიწყება იმ ენერგეტიკული შესაძლებლობების აღსადგენად, რომლებიც ქვეყანამ რუსეთთან ომის გამო დაკარგა.
ოთხივე რეაქტორის განლაგება ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე იგეგმება, რომელიც დასავლეთ ში მდებარეობს.
ცნობისთვის, მესამე და მეოთხე რეაქტორების მშენებლობა ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურზე 1980-იან წლებში დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ შეჩერდა.
“მესამე და მეოთხე [ხმელნიცკის რეაქტორებით] ზაპოროჟიეს აღდგენა გვსურს, და ახლა დიალოგი გვაქვს ბულგარელ პარტნიორებთან ორ რეაქტორთან დაკავშირებით”, – განაცხადა გალუშჩენკომ.

ასევე დაგაინტერესებთ