შევჩენკო UAF-ის პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა

კიევის ფეხბურთის სახლში ჩატარებულ კონგრესზე უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტად ანდრეი შევჩენო აირჩიეს, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო.
შევჩენკოს ხმა 93-მა დელეგატმა მისცა. ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იურისტი პაველ ბოიჩუკი გახდა, რომელიც დიდი ხანია შევჩენკოსთან თანამშრომლობს.
აგრეთვე დანიშნეს ორი ვიცე-პრეზიდენტი – ნაკრების მწვრთნელი სერგეი რებროვი და ლვოვის საოლქო ფედერაციის ხელმძღვანელი ალეკსანდრ შევჩენკო.
ანდრეი შევჩენკომ ასოციაციის პრეზიდენტის პოსტზე ანდრეი პაველკო შეცვალა, რომელიც ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი და პატიმრობაში იმყოფება. უკანასკნელ ხანს ასოციაციას დროებით სათავეში ოლეგ პროტასოვი ედგა.