ოკუპირებულ აფხაზეთში ხუთი ახალი მღვიმე აღმოაჩინეს

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სპელეოლოგებმა ხუთი ახალი მღვიმე და ერთი მიწისქვეშა მდინარე აღმოაჩინეს. ამის შესახებ რადიო Sputnik-ის ეთერში სპელეოლოგმა გენადი სამოხინმა ისაუბრა.
„ადგილობრივი მცხოვრებლების მითითებით, სოფელ ჩაგრიფშში აღმოვაჩინეთ ერთი გამოქვაბული, რომელიც ცნობილი იყო 60-იანი წლებიდან და შესაძლოა უფრო ადრეც. ჩავედით მასში და ვნახეთ, რომ საინტერესო მღვიმე იყო, მდინარით და დავიწყეთ ახლომდებარე რეგიონის შესწავლა. ამ რეგიონში 20-მდე გამოქვაბულია, 15 ცნობილი იყო ჩვენს ჩამოსვლამდე“, – განაცხადა სამოხინმა.
აღმოჩენილი უდიდესი გამოქვაბულის სიღრმე 300 მეტრს აღწევს, დანარჩენების სიღრმე 15-დან 27 მეტრამდე მერყეობს. მაგრამ სპალეოლოგების აზრით ეს არ არის ზღვარი და თიხის გათხრის შემდეგ გამოქვაბულების სიღრმე შეიძლება ბევრად მეტი იყოს.
„რატომ ვართ ასე დაინტერესებული? შეგვიძლია რეპრუას სათავის მიწისქვეშა ნაწილს მივაგნოთ, ჩვენ შეგვიძლია ჩავიდეთ როგორც ქვემოთ წყალში, ზღვისკენ, ასევე ზევით, არბაიკას ქედისკენ. ეს ჩვენთვის საინტერესოა. ჩვენ ვცდილობთ ვიპოვოთ მღვიმეში შესასვლელები, ამ მიწისქვეშა ჰიდრავლიკური სისტემის შესასვლელები. იმის გაგება, თუ როგორ მუშაობს წყალი მიწისქვეშეთში, ძალიან მნიშვნელოვანია ს ეკოლოგიისთვის, გარემოს უსაფრთხოებისა და წყალმომარაგებისთვის“, – განაცხადა სამოხინმა.