იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს.
აღნიშნულია, რომ იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ (სენატმა) მხარი დაუჭირა განკარგულებას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო საშუალებების მიწოდებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ახანგრძლივებს იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც რომმა ს აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში სთვის დახმარების მხრივ აიღო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას 113-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, ხოლო 18 წინააღმდეგ წავიდა. ახლა დოკუმენტი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატას, დეპუტატთა პალატას, გადაეცემა.
ANSA აღნიშნავს, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი უდრეკია უკრაინის დახმარების მხრივ. ამავდროულად, ოპოზიციური “5 ვარსკვლავის მოძრაობა” უკრაინისთვის იარაღის შემდგომი მიწოდებების წინააღმდეგ გამოდის.