გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 9,23 მლნ ბარელით შემცირდა

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასული კვირის განმავლობაში –ში ნედლი ნავთობის მარაგები 9,23 მილიონი ბარელით შემცირდა და 420,881 მლნ ბარელი შეადგინა.
ბენზინის მარაგები გაიზარდა 4,91 მლნ ბარელით და 253,072 მლნ ბარელი შეადგინა.
დისტილატების მარაგები 1,42 მილიონი ბარელით შემცირდა და შეადგინა 133,428 მლნ ბარელი.
ნავთობის მოპოვება აშშ-ში უცვლელი დარჩა და დღე-ღამეში 12,3 მლნ ბარელს შეადგენს.

ასევე დაგაინტერესებთ

IMF-ის მხრიდან დისკრეციული ტრანსფერების განხორციელების შეზღუდვის მოთხოვნა მიუთითებს, რომ სებ-ს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ, არაგამჭვირვალედ ან არარეგულარულად გადასცეს თანხები მთავრობას – რომან გოცირიძე