მფრინავი ტაქსი აშშ-ში მალე გამოჩნდება – როგორი იქნება ახალი ტექნოლოგია

“სა­ჰა­ე­რო ტაქ­სი“ შე­საძ­ლოა, მალე ნიუ-იორკში გა­მოჩ­ნდეს – გა­სულ კვი­რას მა­ნ­ჰე­ტენ­ში პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში და­ფუძ­ნე­ბულ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა კომ­პა­ნია Vertical Aerospace-მა თა­ვი­სი ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი თვითმფრი­ნა­ვი, Valo წა­რად­გი­ნა.
· “თუ მა­სობ­რივ ტრან­სპორტზე ფიქ­რობთ… ინფრას­ტრუქ­ტუ­რა უბ­რა­ლოდ აღარ მუ­შა­ობს“, – გა­ნუ­ცხა­და კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა სტი­უ­არტ სიმპსონ­მა The Post-ს თვითმფრი­ნა­ვის წარ­დგე­ნი­სას.
· მისი თქმით, ფირ­მა მიზ­ნად ისა­ხავს, რომ ელექტრო თვითმფრი­ნავ­მა 2028 წლის­თვის ფე­დე­რა­ლუ­რი სა­ა­ვი­ა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა (FAA) და დიდი ბრი­ტა­ნე­თის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მი­ი­ღოს მოკ­ლე რე­ი­სე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად, რო­გო­რი­ცაა ჯონ კე­ნე­დის აე­რო­პორ­ტი­დან მა­ნ­ჰე­ტე­ნის ცენ­ტრამ­დე ფრე­ნა.
მფრი­ნა­ვი ელექტრო­მო­ბი­ლის “ჰიბ­რი­დულ“ ვერ­სი­ას ექ­ვსამ­დე მგზავ­რის გა­დაყ­ვა­ნა და 1 600 კმ-ის მან­ძი­ლის და­ფარ­ვა შე­უძ­ლია. ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია რა ეღი­რე­ბა მფრი­ნა­ვი ელექტრო­მო­ბი­ლით მგზავ­რო­ბა.
ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა კომ­პა­ნი­ამ უკვე მი­ი­ღო თით­ქმის 1 500 წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თა – მის ძი­რი­თად მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის არი­ან American Airlines, Avolon, Bristow და Japan Airlines.
www.ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)