ირაკლი ღარიბაშვილი იტალიის ახალ ელჩს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი იტალიის ახლად დანიშნულ ელჩს, მასიმილიანო დანტუ-ონოს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. აღინიშნა, რომ იტალია საქართველოს საიმედო პარტნიორია და ორ ქვეყანას საერთო-ევროპული ღირებულებები აკავშირებს.
“ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ითქვა, რომ ქვეყანა აფასებს იტალიის დიდ როლს ამ პროცესში. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების სხვადასხვა კუთხით კიდევ უფრო გაღრმავებას, მათ შორის – ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებით”, – აღნიშნულია მტავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს