Axios – -მა ირანს განუცხადა, რომ შეხვედრისა და შეთანხმებაზე მოლაპარაკებისთვის მზადაა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს რამდენიმე არხით შეატყობინა, რომ ღიაა შეხვედრისთვის შეთანხმების მიღწევის საკითხზე მოსალაპარაკებლად, – ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა Axios-ს განუცხადა.

ამასთან, კიდევ ორმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანელ მაღალჩინოსნებს შორის ანკარაში მიმდინარე კვირის ბოლოს შეხვედრის ორგანიზებაზე თურქეთი, ეგვიპტე და კატარი მუშაობენ.

„საქმე წინ მიიწევს. ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, – განუცხადა Axios-ს ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა.

ამასთან, მეორე წყარომ, რომელიც ამერიკელი ოფიციალური პირია, გამოცემასთან საუბარში დაადასტურა, რომ -სა და ირანს შორის შეხვედრა შესაძლოა ამ კვირაში თურქეთში გაიმართოს.

თეთრი სახლის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ტრამპს ირანზე დარტყმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და დიპლომატიური გადაწყვეტისთვის ღია რჩება.

წყაროების ცნობით, კატარი, ეგვიპტე და თურქეთი ორივე მხარესთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და თავიანთ ძალისხმევას კოორდინაციას უწევენ.