ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 25 იანვრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.77 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.79 თეთრით. 25 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6769 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.9168 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.72 ლარია, ხოლო ევროსი – 2.98 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.68 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.93 ლარად.