მალე „იოიოსოს“ ახალი ფიალილი და გრანდიოზული ფასდაკლებები — სურვილების ახდენის დრო დადგა

„იოიოსო“ ადგილია, სადაც თქვენი სურვილები სრულდება. მომხმარებელმა დიდი ხანია იცის, რომ აქ შეძენილი პროდუქტი აბედნიერებს, ქმნის კომფორტს და ამარტივებს ცხოვრებას.
შეუძლებელია, შეხვიდე „იოიოსოს“ მაღაზიაში და ის ბედნიერმა არ დატოვო. ყველაფერს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ხელმისაწვდომი ფასები და საინტერესო შეთავაზებები, რომლებსაც კომპანია ხშირად სთავაზობს მომხმარებელს. სწორედ ეს არის მრავალწლიანი წარმატების საიდუმლო.
წარმატებაზე კი ისიც მეტყველებს, რომ მალე თბილისში „იოიოსოს“ კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნება.
კომპანიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე მიიღეს. ამ სასიამოვნო სიახლესთან ერთად, კომპანია საკუთარ მომხმარებელს განსაკუთრებულ სიურპრიზებსაც ჰპირდება — „იოიოსო“ შავი პარასკევისთვის გრანდიოზულ ფასდაკლებებს აანონსებს, ისეთს, როგორიც აქამდე არ ყოფილა.
თუმცა უფრო დეტალურად „იოიოსოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთი ესაკია ისაუბრებს, მოგვიყვება ახალი მაღაზიისა და ყველა იმ დეტალის შესახებ, რასაც კომპანია გვპირდება.
M: სასიამოვნო სიახლე გაქვთ, კიდევ ერთ მაღაზიას ხსნით. სულ რამდენი მაღაზია აქვს „იოიოსოს“ საქართველოში და რამ განაპირობა კიდევ ერთი ფილიალის გახსნა?
დიახ, მალე თბილისში „იოიოსოს“ ახალი ფილიალი გაიხსნება. ფილიალის გახსნის მიზეზი მომხმარებლის დიდი დაინტერესებაა, მომართვიანობა მაღალია. ამას განაპირობებს პროდუქტის მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომობა და მრავალფეროვნება. ამიტომ, საჭირო გახდა კიდევ ერთი მაღაზიის გახსნა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა აღვნიშნო, რომ ბაზარზე წარმოდგენილები ვართ 8 ფილიალით, ხოლო 17 ნოემბრიდან გვემატება რიგით მეცხრე ფილიალი, რომელიც ყაზბეგის გამზირის #14-ში გაიხსნება.
M: ელოდება თუ არა მომხმარებელს განსაკუთრებული სიურპრიზი გახსნის დღესთან დაკავშირებით?
რა თქმა უნდა, გახსნის დღეს, სრულ ასორტიმენტზე 30 %-ანი ფასდაკლება გავრცელდება.
M: მოგვიყევით „იოიოსოში“ წარმოდგენილი ასორტიმენტის შესახებ. რა არის ბრენდის ძირითადი მიმართულებები და გეგმავთ თუ არა ფილიალებში წარმოდგენილი პროდუქციის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას?
„იოიოსოში“ მრავალფეროვანი არჩევანია. აქ არის საოჯახო აქსესუარები, სილამაზისა და ჯანმრთელობის პროდუქტები, სეზონური პროდუქცია, წვრილი ტექნიკა, სადღესასწაულო ინვენტარი, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, ჩანთები და ა. შ. ხოლო სიახლეებთან დაკავშირებით მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომ წელს ჩვენს ქსელში დაემატა თავის მოვლის საშუალებების კორეული ბრენდი — Farmstay, რომელიც საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ასევე, ძალიან გვახარებს ის ფაქტი, რომ იოიოსო წელს პირველად წარმოადგენს საახალწლო ნაძვის ხეებისა და უფრო მრავალფეროვანი სადღესასწაულო აქსესუარების კოლექციას, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საახალწლო ატმოსფეროს შექმნას ჩვენს სივრცეებში. ასე რომ, გვეწვიეთ და შეიქმენით საშობაო განწყობა იოიოსოსთან ერთად.
M: სადღესასწაულო პერიოდი ახსენეთ და საინტერესო აქტივობების შეთავაზებით მომხმარებლის გულის მოგებას თუ გეგმავთ?
რა თქმა უნდა, შავი პარასკევის კვირეულში გელოდებათ გრანდიოზული და ყველაზე მასშტაბური ფასდაკლებები — ისეთი, როგორიც აქამდე არ ყოფილა. კერძოდ, 17 ნოემბრიდან დაიწყება შეთავაზებები კატეგორიების მიხედვით, ხოლო უშუალოდ 24 -25 ნოემბერს 50%-დან 70%-მდე ფასდაკლება გავრცელდება სრულ ასორტიმენტზე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ სპეციალურად შავი პარასკევისთვის იოიოსოს ყველა ფილიალი 24 ნოემბერს დილის 10 საათიდან ღამის 12 საათამდე იმუშავებს.
დეკემბრის თვე კი სრულად იქნება დატვირთული საახალწლო შეთავაზებებითა და საინტერესო საჩუქრებით.
M: ხომ არ გეგმავს „იოიოსო“ ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას და რა პოზიცია აქვს ბრენდს რეგიონებში განვითარების მიმართულებით?
დიახ, კომპანიის მენეჯმენტი ინტენსიურად მუშაობს „იოიოსოს“ ქსელის განვითარებაზე. მომავალ წელს, რა თქმა უნდა, იგეგმება ფილიალების დამატება თბილისში. რაც შეეხება რეგიონებს, აქტიური მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს კომერციული და ლოგისტიკური საკითხების გადაწყვეტის კუთხით, რათა რეგიონებში განვითარებაც სწრაფი ტემპით წარიმართოს. ასე რომ, ბევრი კარგი და საინტერესო სიახლე ელოდება ჩვენგან მომხმარებლებს.
[R]