ანტალიაში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა 8 და დაშავდა 26 ადამიანი

თურქეთში, ანტალიაში სამგზავრო ავტობუსის ამოყირავების შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა.
როგორც თურქული მედია წერს, ავტობუსი, რომელიც თექირდაღი–ანტალიის მარშრუტზე მოძრაობდა, დოშემეალთის რაიონში საგზაო ბარიერებს შეეჯახა და ამოყირავდა.
ანტალიის გუბერნატორის, ჰულუს შაჰინის განცხადებით, ზოგიერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, არიან თუ არა დაღუპულთა ან დაშავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
თურქული მედიის ცნობით, ერთ-ერთმა გადარჩენილმა მგზავრმა განაცხადა, რომ ამინდი ძალიან ცუდი იყო და მძღოლმა მოსახვევში შესვლა ვერ მოახერხა, რის შემდეგაც ავტობუსი ამოყირავდა.
ფოტო:Orhan Çiçek/AA