იაპონიის სასამართლომ კიოტოს ანიმაციურ სტუდიაში განზრახ ხანძრის გაჩენისთვის 45 წლის კაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
2019 წელს 40 წლის შინჯო აობამ კიოტოს ანიმაციის სტუდიაში ხანძარი გააჩინა, რა დროსაც სამ სართულიან შენობაში ათობით ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარს ჯამში 36 ადამიანი ემსხვერპლა, ყველა მათგანი სტუდიის თანანშრომელი იყო. აღნიშნული მოვლენა 2001 წლის შემდეგ იაპონიაში ყველაზე მსხვილ მასობრივ მკვლელობად ითვლება.
საქმის მოსამართლემ აობას დანაშაული დაახიასიათა როგორც “ჭეშმარიტად საზარელი და არაჰუმანური”.
“შეუძლებელია იმ საშინელებისა და ტკივილის აღწერა, რაც მსხვერპლებმა განიცადეს სტუდიაში, რომელიც წამიერად გადაიქცა ჯოჯოხეთად”. – თქვა მოსამართლემ.
აობა სასამართლოზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა, ხოლო მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მას მენტალური პრობლემები აქვს და ამიტომ არ შეიძლება მას ამ ქმედებებზე პასუხისმგებლობა დაეკისროს.
ადვოკატების მცდელობის მიუხედავად, მოსამართლემ გაიზიარა პროკურორების მოსაზრება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს აობას შეეძლო რაციონალური გადაწყვეტილების მიღება.