მეეზოვე ქალი, ქუჩის დალაგებისას, ავარიას ემსხვერპლა – ბათუმი

ბათუმში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მეეზოვე დაიღუპა – ავტომობილი იმ დროს შეეჯახა, როდესაც იგი ქუჩას ალაგებდა. მედიის ცნობით, შემთხვევა ნინოშვილის ქუჩაზე მოხდა.
აჭარა თაიმსი, სასწრაფოს სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერს, რომ ადგილზე მისულ სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას AJARATIMES.GE-ის ავრცელებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ