ექიმების მასშტაბური აქციის ანონსი და კლინიკის დაკეტილი შესასვლელი – რა ხდება რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან?

ფოტო – ტვ პირველი
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა ყვითელი ლენტები გაარღვიეს – პროტესტის რეჟიმში გადასული მედიკოსები კლინიკის ცენტრალური შესასვლელის გახსნას ითხოვენ.
კლინიკა უკვე მეორე დღეა, რაც ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. ექიმების თქმით, სასწრაფო დახმარების მანქანასაც კი არ უშვებენ და აიძულებენ ძველი შესასვლელით ისარგებლოს, რაც დამატებით დროს მოითხოვს, მაშინ, როცა ზოგჯერ პაციენტისთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია.
მედიკოსები გამოთქვამენ ეჭვებს, რომ სწორედ კონკრეტული ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც დაახლოებულები არიან “ქართულ ოცნებასთან”, სურთ, საკუთარი ინტერესების გატარების მიზნით დედაქალაქის მთავარი საავადმყოფოს დემონტაჟი და მათ აქვთ ეჭვი, რომ იგივე ადგილას, კლინიკის აშენება არ იგეგმება.
რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ხვალ, 3 საათზე ქუჩაში გავლენ. თეთრხალათიანები უსამსახუროდ დარჩენას გააპროტესტებენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვენ მთავრობას, შეცვალონ ქალაქის მთავარი საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის ღია წერილზე – ეს ალბათ, პირველი შედეგია იმის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი დაალაგა – ტრამპს ალბათ, დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი

ალექსანდრე დარახველიძე – გრძელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, ვისი მოქალაქეებიც აქციებში იყვნენ ჩართული – მნიშვნელოვანია არსებობდეს მექანიზმი, რომ უცხოელი, რომელიც შეკრების წესებს დაარღვევს ან წვრილმან ხულიგნობას ჩაიდენს, ქვეყნიდან გავაძევოთ