მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკული მხარისგან ინფორმაციას ველით – ყველა ფორმატში მუშაობისთვის მზად არის – ზელენსკი

მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ამერიკული მხარისგან ინფორმაციას ველით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამერიკულ მხარესთან მუდმივ კომუნიკაციაში ვართ. ყველა ფორმატში მუშაობისთვის მზად არის. მნიშვნელოვანია, რომ შედეგებს მივაღწიოთ და შეხვედრები შედგეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში დღეს, 1-ელ თებერვალს აბუ-დაბიში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და აღნიშნა, რომ „შეხვედრებს მომავალ კვირაში ელის“.
ცნობისთვის, რუსეთის, უკრაინისა და -ის დელეგაციებს შორის სამმხრივი შეხვედრები 23-24 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა. მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 1-ელ თებერვალს გაიმართება.
www.interpressnews.ge

ასევე დაგაინტერესებთ