“ალ-იტიჰადის” ფრანგმა ფორვარმდა L’Équipe-თან საუბარში უარყო, რომ საუდის არაბეთის კლუბის დატოვებას აპირებს.
როგორც ვეტერანმა თავდამსხმელმა განაცხადა, ყველაფერი მედიის მოგონილია და გავრცელებული ინფორმაციები სიცრუეა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდია აქტიურად იწერება, რომ “რეალის” ყოფილ შემტევს “ალ-იტიჰადის” დატოვება და ევროპაში დაბრუნება უნდა. ითქვა ისიც, რომ ფრანგს კლუბის მთავარ მწვრთნელ მარსელო გალიარდოს კონფლიქტი აქვს, რაც თავად კარიმმა არ დაადასტურა.