როგორც ჩანს, რუსეთის მიერ Starlink-ის უნებართვოდ გამოყენების შესაჩერებლად ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა იმუშავა, – ამის შესახებ ამერიკელი მილიარდერი და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
„როგორც ჩანს, რუსეთის მიერ Starlink-ის უნებართვოდ გამოყენების შესაჩერებლად ჩვენ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა იმუშავა. შეგვატყობინეთ, თუ კიდევ მეტის გაკეთებაა საჭირო“, – წერს მასკი X-ზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ში დაფუძნებულმა „ომის შესწავლის ინსტიტუტმა“ განაცხადა, რომ რუსეთის არმია Starlink-ის თანამგზავრებს უკრაინის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმების განსახორციელებლად იყენებს.
ხუთშაბათს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფედოროვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინა SpaceX-თან ერთად მუშაობს, რათა რუსეთის მიერ დრონებისთვის Starlink-ის ინტერნეტ სისტემის გამოყენება შეეჩერებინა. ასევე, ფედოროვმა ილონ მასკს აღნიშნულ საკითხზე სწრაფად რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა.




