“მგონია, რომ არც საქართველო, არც უკრაინა და არც მოლდოვა არ არის მისაბაძი მაგალითი” – იაგო ხვიჩია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის კვლევაზე

ოპოზიციაში მიიჩნიათ, რომ უკრაინას და მოლდოვას იმ კრიტერიუმებით ჩამოვრჩებით, როგორებიც არის სასამართლო სისტემა და დემოკრატიის ინდექსი.
“თავსებადობის კუთხით იქ წერია, რომ ჩვენ არ ჩამოვრჩებით მოლდოვას და უკრაინას. ჩვენ მხოლოდ ჩამოვრჩებით სასამართლო რეფორმებით, დემოკრატიის ინდექსით, რაც მთავარია ამ სიაში. შესაბამისად, იმაში, რომ ჩვენ სასამართლო არ გვაქვს თავისუფალი და დემოკრატია რომ არ გვაქვს ბოლომდე, ვეთანხმები”, – განაცხადა ენმ-ს წევრმა დავით ხაჯიშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მისაბაძი ქვეყანა არც უკრაინაა და არც მოლდოვა.
“მგონია, რომ არც საქართველო, არც უკრაინა და არც მოლდოვა არ არის მისაბაძი მაგალითი. სამი ისეთი ქვეყანა, რომელიც ყველაფერს ჩამორჩება სამყაროში ამ თვალსაზრისით და ერთმანეთს რომ ეჯიბრება, ჩემთვის არ წარამოადგენს დიდი ინტერესის საგანს. ჩვენი მისაბაძი მაგალითები დემოკრატიაში, სასამართლო და მართლმსაჯულების სისტემაში, საკუთრების უფლების დაცვაში არც უკრაინა და არც მოლდოვა არ არის. შესაბამისად, მათ ჩამოვრჩებით თუ მათზე წინ ვართ, ეს არანაირ პრინციპულ სხვაობას არ მაძლევს”, – აცხადებს იაგო ხვიჩია.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს