მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ფინანსურ დანაშაულზე მსჯავრდებულ ქალს იახტასა და სხვა ქონებასთან ერთად, Hermès Birkin-ის ჩანთებსაც უყიდიან – გახმაურებული საქმე ვიეტნამიდან

ვი­ეტ­ნა­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კონ­ფის­კა­ცი­ის შემ­დეგ ყი­დის ად­გი­ლობ­რი­ვი მაგ­ნა­ტის, ჩი­ონგ მი ლა­ნის აქ­ტი­ვებს, მათ შო­რის უძ­რავ ქო­ნე­ბას, იახ­ტებ­სა და Hermès Birkin-ის ექ­სკლუ­ზი­ურ ჩან­თებს. ქალს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა აქვს მის­ჯი­ლი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ ფი­ნან­სურ და­ნა­შა­ულ­ზე – მას ბრა­ლი ედე­ბო­და ათე­უ­ლო­ბით მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის მით­ვი­სე­ბა. ამ საქ­მეს მსოფ­ლიო რე­ზო­ნან­სი მოჰ­ყვა და ვი­ეტ­ნა­მის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლად იქცა.

Birkin-ის ორი ჩან­თა და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი იახ­ტა იმ აქ­ტი­ვებს შო­რი­საა, რომ­ლე­ბიც სკან­დალ­ში გახ­ვე­ულ ჩი­ონგ მი ლანს ეკუთ­ვნო­და და რო­მელ­თა გა­ყიდ­ვა­საც ვი­ეტ­ნა­მის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახლა ცდი­ლობს, რათა მის მიერ მით­ვი­სე­ბუ­ლი მი­ლი­არ­დე­ბი ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც აა­ნა­ზღა­უ­როს..

ყო­ფი­ლი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბას იხ­დის ვი­ეტ­ნა­მის მსხვი­ლი ბან­კი­დან თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის­თვის და ვალ­დე­ბუ­ლია, ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით 27 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დოს.

ჰო­ში­მი­ნის ქა­ლა­ქის სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის იძუ­ლე­ბი­თი აღ­სრუ­ლე­ბის სა­ა­გენ­ტომ ამ კვი­რა­ში გა­ნა­ცხა­და, რომ ეძებს ექ­სპერ­ტებს ჩი­ონგ მი ლა­ნის­გან ამო­ღე­ბუ­ლი ორი, ნი­ან­გის ტყა­ვის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი Hermès Birkin-ის ჩან­თის ღი­რე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად, – იუ­წყე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია.

ამა­ვე დროს, მისი იახ­ტა მომ­დევ­ნო თვე­ში აუქ­ცი­ონ­ზე უნდა გა­ი­ყი­დოს, მისი სა­წყი­სი ფა­სია 49,3 მი­ლი­არ­დი ვი­ეტ­ნა­მუ­რი დონ­გის (და­ახ­ლო­ე­ბით 1,9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი).

2024 წლის აპ­რილ­ში ჩი­ონგ მი ლანს თავ­და­პირ­ვე­ლად სიკ­ვდი­ლით დას­ჯა მი­უ­სა­ჯეს, მას შემ­დეგ რაც სა­სა­მარ­თლომ და­ად­გი­ნა, რომ იგი ფა­რუ­ლად აკონ­ტრო­ლებ­და Saigon Commercial Bank-ს – ქვეყ­ნის მე­ხუ­თე უმ­სხვი­ლეს ბანკს და ათ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყალ­ბი კომ­პა­ნი­ე­ბის ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით, კრე­დი­ტე­ბი­სა და ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით სა­ერ­თო ჯამ­ში 44 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი მი­ით­ვი­სა.

პრო­კუ­რო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ამ თან­ხი­დან 27 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი უკა­ნო­ნოდ იყო მით­ვი­სე­ბუ­ლი, ხოლო 12 მი­ლი­არ­დი – პირ­და­პირ ქურ­დო­ბად იქნა მიჩ­ნე­უ­ლი, რაც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ ფი­ნან­სურ და­ნა­შა­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვა მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში.

ჩი­ონგ მი ლანი ბრალ­დე­ბებს უარ­ყოფ­და და ცდი­ლობ­და სიკ­ვდი­ლით დას­ჯის გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბას. გა­სუ­ლი წლის ივ­ნის­ში გა­ნა­ჩე­ნი უვა­დო პა­ტიმ­რო­ბით შეც­ვა­ლეს მას შემ­დეგ, რაც ვი­ეტ­ნამ­მა რიგ და­ნა­შა­უ­ლებ­ზე სიკ­ვდი­ლით დას­ჯა გა­ა­უქ­მა.

ჩი­ონგ მი ლან­თან ერ­თად მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლი იქნა 80-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის მისი ქმა­რი და დის­შვი­ლი.

მაგ­ნა­ტის აქ­ტი­ვე­ბი ახლა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულ­თა კომ­პენ­სა­ცი­ი­სა და მრა­ვალ­მი­ლი­არ­დი­ა­ნი ზი­ა­ნის ასა­ნა­ზღა­უ­რებ­ლად. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, ქალს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­მო­არ­თვა 1 200-ზე მეტი აქ­ტი­ვი, მათ შო­რის კომ­პა­ნი­ებ­ში წი­ლე­ბი და უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა.

ამ კვი­რა­ში ჰო­ში­მი­ნის სა­სა­მარ­თლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ ჩი­ონგ მი ლა­ნის­გან კი­დევ რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვი ამო­ი­ღო, მათ შო­რის ორი Hermès-ის ჩან­თე­ბი, ტან­საც­მე­ლი და სა­ა­თე­ბი.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დროს ჩი­ონგ მი ლანი ცდი­ლობ­და, შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა Hermès-ის ორი ჩან­თა და აცხა­დებ­და, რომ ერთი იტა­ლი­ა­ში იყი­და, ხოლო მე­ო­რე მა­ლა­ი­ზი­ე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის­გან სა­ჩუქ­რად მი­ი­ღო. მისი თქმით, სურ­და ისი­ნი შვი­ლე­ბი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის­თვის “სა­მახ­სოვ­რო ნივ­თე­ბად“ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

თუმ­ცა სა­სა­მარ­თლომ მისი თხოვ­ნა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა და და­ად­გი­ნა, რომ ჩან­თე­ბი უკა­ნო­ნო გზით იყო შე­ძე­ნი­ლი.

Hermès Birkin-ის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ჩან­თე­ბის ფასი შე­იძ­ლე­ბა ასე­ულ ათას დო­ლარ­საც აღ­წევ­დეს.

გარ­და ამი­სა, ჩი­ონგ მი ლა­ნის კი­დევ ორი ნავი გა­ი­ყი­დე­ბა აუქ­ცი­ონ­ზე – თი­თო­ე­უ­ლი შე­ფა­სე­ბუ­ლი 4,8 მი­ლი­არდ დონ­გად (და­ახ­ლო­ე­ბით 185 ათა­სი დო­ლა­რი).