“ოცნების” განათლების “რეფორმას” სამართლიანად უწოდეს “დეფორმა” – იულონ გაგოშიძე

მეცნიერი იულონ გაგოშიძე ამბობს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება “ოცნების” განათლების “რეფორმის” გაგრძელებაა.
გაგოშიძე ფიქრობს, რომ ამ რეფორმას ძალიან “სამართლიანად უწოდეს “დეფორმა”.
თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების იდეა, ეს არის ნაწილი იმ რეფორმისა, როგროც ეძახიან, რაც განზრახული აქვს ხელისუფლებას განათლების სფეროში. ამ რეფორმას ძალიან სამართლიანად “დეფორმა” უწოდეს. განათლება არის ჩვენი მომავლის საფუძველი. საქართველო ინტელექტით მდიდარი ქვეყანა უნდა იყოს და ამის მოსვლა არის დანაშაული ქვეყნსი წინაშე”, – ამბობს იულონ გაგოშიძე.
ცნობისთვის, “ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროტესტი მოჰყვა როგორც სტუდენტებში, ისევე აკადემიურ საზოგადოებაში. ქუჩაში გამოვიდნენ როგორც სტუ-ს ისე თსუ-ს სტუდენტები, ლექტორები და დეკანები.
თსუ-ს სტუდენტები და აკადემიური საზოგადოება უკვე მეორე დღეა რექტორ სამუშაისთან შეხვედრას ითხოვენ – განცხადებას შეხვედრის თაობაზე 900-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს, თუმცა ჯაბა სამუშიას მათთან შეხვედრის შესახებ მზაობა ჯერ არ გამოუთქვამს.