– პუტინთან კონტაქტის გარეშე შეუძლებელია ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა

პუტინთან კონტაქტის გარეშე შეუძლებელია ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხურ გამოცემა iRozhlas-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„მზად ვართ რუსეთთან და შეერთებულ შტატებთან ნებისმიერ ფორმატში შეხვედრებისთვის. გვსურს, რომ ევროპა გარკვეულ ეტაპზე ესწრებოდეს ამ მოლაპარაკებებს, ვინაიდან ჩვენი უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი ევროკავშირში წევრობა და „მსურველთა კოალიციაა”.

მაგრამ, ყველაზე მეტად, მნიშვნელოვანია, რომ სამნი ვხვდებოდეთ. როგორც მინიმუმ, რუსეთის ლიდერთან ამა თუ იმ ფორმატში კონტაქტის შესაძლებლობა უნდა გვქონდეს. ამ ფორმატის გარეშე ჩვენი გუნდები ვერ შეძლებენ ტერიტორიულ საკითხებზე შეთანხმებას,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი მაიკლ გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, ჩირქს სცხებს ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს – ამ ატავისტური შეცდომის გამოსწორება ბოდიშის მოხდით და პოსტის წაშლითაა შესაძლებელი