აშშ-ის სენატში რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს

აშშ-ის სენატში, რუსეთის აქტივების კონფისკაციის შესახებ კანონს მხარი დაუჭირეს. ეს კანონი ისტორიაში პირველად მისცემს აშშ-ის ხელისუფლებას უფლებას, მოახდინოს იმ ქვეყნის ცენტრალური ბანკის აქტივების კონფისკაცია, რომელთანაც ვაშინგტონი ომში არ არის ჩართული.
კანონი იძლევა საშუალებას, რომ აშშ-ში გაყინული რუსული აქტივები უკრაინას გადასცეს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ კენჭისყრაზე აღნიშნულ კანონს 20-მა კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, ერთი კი წინააღმდეგი წავიდა.
მოსკოვში განაცხადეს, რომ კრემლი რუსული აქტივების კონფისკაციის საპასუხოდ ანალოგიურ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთის ფედერაციაში “არამეგობრული ქვეყნების” აქტივების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკუშა შენგელაია: ხალხი ელოდებოდა ძლიერ ლიდერს და გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილი. მან მოახერხა ის, რომ არჩევნებით, მშვიდობიანად გაისტუმრა ავტორიტარული ხელისუფლება პოლიტიკურ მოუსვლელში

გურამ მაჭარაშვილი: პრაქტიკულად „ენჯეო“ სექტორის სახით „გლობალურმა ომის პარტიამ“ პარალელური ხელისუფლება შექმნა საქართველოში, თუმცა ჩვენ შევძელით და დავიბრუნეთ ქვეყნის ფაქტობრივი სუვერენიტეტი