აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ერისთავის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა იმოქმედებს 25 და 26 იანვარს, 23:00-დან 07:00 საათამდე, წერეთლის გამზირის კვეთასთან არსებულ საგზაო მონაკვეთში. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის მითითებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.