„ჩვენ მიჩვეულები ვართ კობახიძის ირონიასა და ცინიზმს, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოსთვის და ქართველი ერისათვის თსუ ნამდვილად არის ჰარვარდი, რადგან ამ უნივერსიტეტმა შექმნა თანამედროვე ქართველი ერი და ქართული სახელმწიფო, ვისაც ეს არ ესმის, მისი პრობლემაა და აქ დასაცინი არაფერი არაა, თუ ჩვენთვის ჩვენი უნივერსიტეტი მართლაც არის ის დონე, რომლის მაგვარიც მე საქართველოში სხვა დაწესებულება არ მეგულება“, — ამბობს ზურაბ დავითაშვილი, თსუ-ის პროფესორი ირაკლი კობახიძის საპასუხოდ გადაცემა “მრგვალ მაგიდაში”.
„ჩვენ დავაანონსეთ განათლების რეფორმა და უცბად გაირკვა, რომ თურმე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოფილა ჰარვარდი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყოფილა კემბრიჯი და ილიას უნივერსიტეტი ყოფილა ოქსფორდი“, — თქვა „ოცნების“ პრემიერიმა, ირაკლი კობახიძემ




