ბელარუსში პოლიტპატიმრების ნათესავები მასობრივად დააკავეს

23 იანვარს კგბ-მ მთელ ბელარუსში პოლიტპატიმრების ნათესავების სახლები გაჩხრიკეს, ნაწილი კი დააკავეს.
ბელარუსული ოპოზიციური მედიების ცნობით ჩხრეკა და დაკავება შეეხო მინიმუმ 73 ადამიანს. დაკავებულებს შორის არიან საპრეზიდენტო ს ყოფილი კანდიდატის, ნიკოლაი სტატკევიჩის ცოლი მარინა ადამოვიჩი და 76 წლის ვიტებსკელი აქტივისტი ბორის ჰამაიდა.
გამოცემა ზერკალოს ინფორმაციით 23 იანვრის ჩხრეკა შეეხოთ ადამიანებს, რომლებიც ერთ-ერთ დახურულ ჩეთში იყვნენ, სადაც პოლიტპატიმრები საყოფაცხოვრებო საკითხებს განიხილავდნენ. ჟურნალისტების თქმით სამართალდამცავებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს იმ აქტივისტების მიმართ, ვინც არასამთავრობო ორგანიზაცია BYSOL-ის შესახებ წერდა.
BYSOL 2020 წელს დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასიური დაპატიმრებების საქმეებზე მუშაობს.
ჩხრეკის ორდერებში ფიგურირებდა “ფინანსური ექსტრემისტული საქმიანობისა” და “ექსტრემისტულ დაჯგუფებებში მონაწილეობის” მუხლები.