2025 „ოლ-პი ჯგუფისთვის“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი წარმატებების წელი აღმოჩნდა. კომპანიამ დანერგა ინოვაციური ტექნოლოგიები, გააფართოვა საქმიანობის არეალი და კიდევ უფრო გააძლიერა არსებული სერვისები.
წლის მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოში პირველად Laser Screed ტექნოლოგიის დანერგვა გახლდათ, რომელიც „ოლ-პი ჯგუფმა“ შესთავაზა ბაზარს. აღნიშნულმა კომპანიას მისცა შესაძლებლობა, ინდუსტრიულ და ფართომასშტაბიან ობიექტებზე იატაკის მოწყობის პროცესი სრულად ახალ ხარისხობრივ საფეხურზე აეყვანა.
როგორც „ოლ-პი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ მაჩალაძე აღნიშნავს:
„ოლ-პი ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ინვესტიციებს ინოვაციებში და ვთავაზობთ ბაზარს ისეთ ტექნოლოგიებს, რომლებიც სერვისებს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. Laser screed Machine ამის ნათელი მაგალითია. იგი უზრუნველყოფს ინდუსტრიული პროექტების შესრულებასაბსოლუტური სიზუსტით – გერმანულ სამშენებლო სტანდარტთან DIN18202 შესაბამისობით. შესაბამისად, თუკი მოითხოვთ ამ სტანდარტით შესრულებულ სამუშაოებს, გეცოდინებათ, რომ თქვენი იატაკი პასუხობს საერთაშორისო სამშენებლო ნორმებით განსაზღვრულ რეგულაციებს. “.
2025 წელს „ოლ-პი ჯგუფის“ ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მიმართულებად სარემონტო სამუშაოები იქცა. კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა აღნიშნული სერვისის შესაძლებლობები და განახორციელა არაერთი კომპლექსური პროექტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი – „კავკასიის უნივერსიტეტის“ ბათუმის კამპუსი, რომელიც მოიცავს უნივერსიტეტსა და სკოლას. პროექტი გამოირჩეოდა როგორც მასშტაბით, ისე შესრულების სირთულითა და მაღალი ხარისხის მოთხოვნებით.
წლის განმავლობაში „ოლ-პი ჯგუფმა“ წარმატებით დაასრულა 204 მოცულობითი პროექტი, მოიზიდა 46ახალი დამკვეთი კომპანია და გააფართოვა საერთაშორისო საქმიანობა უზბეკეთში, რასაც განხორციელებული მსხვილმასშტაბიანი პროექტები მოწმობს.
„ჩვენი ზრდა პირდაპირ კავშირშია პარტნიორების ნდობასა და გუნდის პროფესიონალიზმთან. თითოეული ახალი პროექტი ჩვენთვის პასუხისმგებლობაა, რომელიც ხარისხითა და შედეგით უნდა გამართლდეს. მიხარია, რომ პროცენტულად მოცულობითი იყო იმ დამკვეთთა რიცხვიც, რომლებთანაც თანამშრომლობის გამოცდილება კომპანიას დიდი ხანია აქვს“, – აღნიშნავს ნიკოლოზ მაჩალაძე.
2025 წლის მიღწევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ოლ-პი ჯგუფი“ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციებს ვიწრო სპეციალიზებულ სამშენებლო მიმართულებებში და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე, ახალი მიმართულებების გაძლიერებასა და საერთაშორისო გამოცდილების დანერგვაზე.
წლის შეჯამებისას გენერალური დირექტორი სამომავლო ხედვაზეც საუბრობს:
„2026 წელი ახალი მასშტაბების წელია. ჩვენი მიზანია კიდევ უფრო გავზარდოთ შესაძლებლობები და განვაგრძოთ ინოვაციების დანერგვა. განსაკუთრებული მადლობა კი „ოლ-პი ჯგუფის“ გუნდს გაწეული შრომისთვის და პარტნიორებს – ნდობისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის.“
კომპანია „ოლ-პი ჯგუფი“ 2007 წლიდან ოპერირებს ქართულ, 2022 წლიდან კი უკვე უზბეკეთის ბაზარზეც. მისი საქმიანობის არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს ინდუსტრიული და დეკორატიული იატაკების მოწყობას, ჰიდროიზოლაციის და მოჭიმული იატაკის სამუშაოებს, სარემონტო სერვისსა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მშენებლობას.




