რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად ხარკოვში ამერიკული Philip Morris International-ის ქარხანა დაიწვა

რუსული სარაკეტო იერიშების შედეგად ხარკოვში ამერიკული Philip Morris International-ის ქარხანა დაიწვა
ხარკოვში რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად 30 იანვრის ღამით ამერიკული თამბაქოს კორპორაციის Philip Morris International-ის საწარმოო ქარხანა დაიწვა.
უკრაინის სახანძრო სამსახურის ცნობით, ხანძარმა ქარხნის 5 000 კვ. მ-ზე მეტი გაანადგურა, დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ დადასტურებულა.
აღსანიშნავია, რომ რუსული ოკუპაციის შემდეგ Philip Morris Ukraine ჩვეულ რეჟიმში აღარ მუშაობა, ხოლო 2024 წელს კომპანიამ ახალი საწარმო ლვოვის რეგიონში გახსნა, სადაც ხარკოვის ქარხნიდან 250 კარგად გაამზადებული თანამშრომელი გადაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი უძილაურზე – არ შეიძლება ვიღაცას ფარდის მიღმა ელაპარაკებოდე და სახელმწიფოს შესახებ ინფორმაცია, საფასურის სანაცვლოდ, ჩუმად გასცე, ეს ღალატია! – ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი არ ყოფილა, ნუ დახატავთ, რომ მისი მარჯვენა ხელი იყო