სანტექნიკოსებისა და ელექტრიკოსების შემოსავალი წლიურად $100,000 დოლარი გახდება – Nvidia-ს ხელმძღვანელი

მსოფლიოს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის, Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორის, ჯენსენ ჰუანგის განცხადებით, მომავალ წლებში “ლურჯსაყელოიანების”, ანუ იმ პროფესიების წარმომადგენლების წლიური შემოსავლები, რომლებიც სანტექნიკაზე და ელექტროობაზე მუშაობენ, $100,000 დოლარს მიაღწევს.
მისი თქმით, ამჟამად, ელექტრიკოსის საშუალო შემოსავალი $55,000 დოლარია, სანტექნიკოსის კი – $36,000.
როგორც ჰუანგმა დავოსის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, მათი ანაზღაურების მკვეთრი ზრდის მიზეზი ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის აუცილებელი მონაცემთა ცენტრების მშენებლობების აქტიურად დაწყება იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ დავითაშვილი: ჩვენ მიჩვეულები ვართ კობახიძის ირონიასა და ცინიზმს, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოსთვის და ქართველი ერისათვის თსუ ნამდვილად არის ჰარვარდი