ტრამპის თქმით, ირანს შეთანხმების დასადებად ვადა მისცა, რომელიც “მხოლოდ მათ იციან”

-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში რეპორტიორებს განუცხადა, რომ ირანის რეჟიმს შეთანხმების დასადებად ვადა მისცა, რომელიც “მხოლოდ მათ იციან”.

ამასთან, ტრამპის თქმით, “ირანისკენ დიდი არმადა, ფლოტილია მიემართება, იმაზე უფრო დიდი, ვიდრე ვენესუელაში გვყავდა.”

“[…] ჩვენ უფრო დიდი ოდენობის გემებს ვგზავნით ირანისკენ. იმედია, შეთანხმებას დავდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვნახავთ, რა მოხდება”. – დაამატა მან.

ცნობისთვის, გამოცემა Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ -ს პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ განიხილავს ისეთ ვარიანტებს, რომლებიც უსაფრთხოების ძალებსა და ირანელ ლიდერებზე მიზანმიმართულ დარტყმებს მოიცავს, რათა “რეჟიმის ცვლილებისთვის” შესაბამისი პირობები შეიქმნას.

თუმცა, ამის პარალელურად ისრაელელი და არაბი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ხამენეის რეჟიმის დასამხობად მხოლოდ საჰაერო იერიშები არ იქნება საკმარისი.

აშშ-დან ორმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ტრამპს ირანში “რეჟიმის ცვლილებისთვის” წინაპირობის შექმნა სურს. წყაროების თქმით, ამისთვის ტრამპი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაზე პასუხისმგებელი მეთაურებსა და ინსტიტუტებზე დარტყმების ვარიანტებს განიხილავს, რათა დემონსტრანტებს გაუჩნდეთ თავდაჯერებულობა, რომ ისინი სამთავრობო და უსაფრთხოების ორგანოების შენობების აღებას შეძლებენ.

ამავდროულად, CNN საკითხზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანის ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შეზღუდვის შესახებ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებების დაწყებამდე წინასწარი დისკუსიების უშედეგოდ დასრულების შემდეგ, პრეზიდენტი ირანის წინააღმდეგ ახალ, მასშტაბურ დარტყმებს განიხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ