: მიქანაძე როგორ ბედავს არა თუ გააუქმოს, სკამი გადააადგილოს უნივერსიტეტში? თსუ, ავტოკეფალია და ენა არის ქართული იდენტობა – იმპერიის წარმომადგენელი ხელისუფლება გვყავს და შემდეგი იქნება ავტოკეფალიის გაუქმებასთან შეთამაშება

თსუ, ავტოკეფალია, ქართული ენა – ეს ყველაფერი ერთად არის ქართული იდენტობის შემადგენელი ნაწილი – შემდეგი ნაბიჯი იქნება ავტოკეფალიის გაუქმებასთან შეთამაშება , – ასე ეხმაურება პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი,  განათლების მინისტრის გადაწყვეტილებას თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანებასთან დაკავშირებით.

ანა დოლიძის თქმით, თსუ არის მხოლოდ შენობა, არამედ ის არის ქართული იდენტობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და დამოუკიდებელი საქართველოს შექმნის უსერიოზულესი ისტორიის ნაწილი.

„ძალიან სერიოზული პროცესის წინაშე ვართ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს არის იმპერიის წარმომადგენელი ხელისუფლება, შემდეგი ნაბიჯი იქნება ავტოკეფალიის გაუქმებასთან შეთამაშება. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართულ იდენტობას ამყარებს რამდენიმე ინსტიტუტი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ შექმნილი ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს არის დამოუკიდებლობის, იდენტობის საფუძველი. ზურაბ ადეიშვილის ყავის მიმტანი, კარის გამღები გივი მიქანაძე, ეს ადამიანი როგორ უნდა განსაზღვრავდეს, ადგენდეს და საერთოდ ბედავდეს, რომ უნივერსიტეტი გააუქმოს კი არა, სკამი გადააადგილოს.

როდესაც რუსები აქ სახელმწიფო ინსტიტუტებს აუქმებდნენ, იმიტომ კი არ აუქმებდნენ, რომ სახელი ან ფორმა არ მოსწონდათ, აუქმებდნენ იმ ინსტიტუტებს, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ქართული იდენტობისთვის. თსუ არის ქართული იდენტობის ერთ-ერთი ქვაკუთხედი, ის არ არის მარტო შენობა, ის არის დამოუკიდებელი საქართველოს შექმნის უსერიოზულესი ისტორიის ნაწილი. თსუ, ავტოკეფალია, ქართული ენა – ეს ყველაფერი ერთად არის ქართული იდენტობის შემადგენელი ნაწილი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე გადაცემაში ეუთო-ს 24 ქვეყნის მიერ „მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის საერთაშორისო გამოძიება, რომელსაც ოპოზიცია ითხოვდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია გადაწყვეტილებაა, ეს არის საერთაშორისო გამოძიება, ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით. „ქართული ოცნება“ დაყენებულია რეალური არჩევანის წინაშე: ან უნდა დაუშვას ექსპერტთა მისია საქართველოში და უპასუხოს შეკითხვებს, წარადგინოს მტკიცებულებები ან თავიდანვე უარი თქვას. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ანგარიშვალდებულება, ეს ანგარიშვალდებულება დადგა ახლა“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოში ვითარება ურთულესია.

„არ მგონია, რომ ხელისუფლებაზე პასუხისმგებლობა ვისაც აქვს, სახუმაროდ აქვს საქმე. რამდენიმე ადამიანის და იმის დევნას, მათ სად რა აქვთ რეგისტრირებული, ჯობია ქვეყანაში არსებულ ვითარებას მიხედონ. საქართველოში ვითარება ურთულესია, გინდა კრიმინოგენური თვალსაზრისით, გინდა ქუჩაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. გამობრძანდნენ და ახსნან, რატომ არის შესაძლებელი, რომ ადამიანები ისე დაუცველები ვიყოთ, ერთ წესიერ მოწესრიგებულ მასწავლებელს პირადად გაუსწორდა რამდენიმე ახალგაზრდა, ამ საქმეზე გვჭირდება ხელისუფლების პასუხები“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად