ენერგოომბუდსმენი განმარტავს, რამ შეიძლება გამოიწვია გაზის გაზრდილი გადასახადები

ენერგოომბუდსმენის სამსახური აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მომხმარებლები აქტიურად მიმართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო.
ენერგოომბუდსმენის სამსახური განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა და აცხადებს, რომ გაზრდილი ხარჯი შესაძლოა, გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:
· მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა;
· მრიცხველის ტექნიკური დაზიანება;
· კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი.
· ასევე სხვა ფაქტორებით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია.
ენერგოომბუდსმენი აცხადებს, რომ მისი სამსახურისადმი მიმართვის შემთხვევაში დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა, შეფასდება დარიცხვის კანონიერება და დავის დასრულებამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეწყდება სადავო თანხის გადაუხდელობის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა