ლევან კოჭლოშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე: ეს რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობაა

„ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს საკითხის მოსმენის გადადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეალური საფუძველი არ არსებობს, თუმცა, რადიკალური ძალები მაინც აგრძელებენ სცენარით თამაშს“, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი ლევან კოჭლოშვილი და ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების შესახებ გავრცელებულ ცნობას ეხმიანება.

კოჭლოშვილს მიაჩნია, რომ ეს ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელებაა, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა.

„ჰელსინკის კომისიაზე საქართველოს საკითხის მოსმენის გადადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რეალური საფუძველი არ არსებობს, თუმცა რადიკალური ძალები მაინც აგრძელებენ სცენარით თამაშს. ესტონეთში დარეგისტრირებულმა ქართულმა NGO-მ OSCE-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების მოთხოვნით მიმართეს.

ეს არის რადიკალების და მათი მოკავშირე NGO-ების მხრიდან კიდევ ერთი საცირკო სანახაობა – ანტისახელმწიფოებრივი, ხელოვნურად დადგმული პროცესის გაგრძელება, ხმაურიანი კამპანია ნულოვანი შედეგით, რომლის მიზანიც საქართველოს დისკრედიტაცია და უცხო პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებაა“,- წერს ლევან კოჭლოშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე