ანალიტიკურმა პორტალმა Numbeo-მ 2025 წლის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა. კვლევა ეფუძნება მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომხმარებლების მიერ წარდგენილ მონაცემებს პირადი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მაჩვენებლების შესახებ.
რეიტინგში საქართველო 21-ე პოზიციაზეა. რაც შეეხება ლიდერ ქვეყნებს, პირველ ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს, მეორეზე ანდორაა, მესამეზე კი კატარი.
Numbeo-ს მიხედვით, ტოპ 10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა და ტერიტორიაა:
– არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE)
– ანდორა
– კატარი
– ტაივანი
– მაკაო
– ომანი
– მენის კუნძული
– ჰონგ-კონგი
– სომხეთი
– სინგაპური.




