აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსში საქართველო, საერთო ქულებით, მე-3 ადგილზეა მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ

აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, საერთო ქულებით, საქართველო, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს. კერძოდ, მოლდოვა პირველ ადგილზეა 0.7 ქულით, მეორეზე – 0.66 ქულით და საქართველო მესამეზე – 0.63 ქულით.
აღნიშნულ სამეულს მოჰყვება სომხეთი – 0.61 ქულით, აზერბაიჯანი – 0.47 ქულით და ბელარუსი – 0.45 ქულით.
რაც შეეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების რეიტინგს დემოკრატიის, კარგი მმართველობისა და კანონის უზენაესობის სფეროში, პირველ ადგილზეა მოლდოვა 0.82 ქულით, მეორეზე უკრაინა – 0.72 ქულით, მესამეზე სომხეთი – 0.7 ქულით, მეოთხეზე საქართველო – 0.65 ქულით, მეხუთეზე აზერბაიჯანი – 0.37 ქულით და მეექვსეზე ბელარუსი – 0.24 ქულით.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირთან პოლიტიკის კონვერგენციის მიხედვით, პირველ ადგილს საქართველო და მოლდოვა ინაწილებენ 0.64 ქულით, მეორეზეა უკრაინა – 0.6 ქულით, მესამეზე სომხეთი – 0.57 ქულით, მეოთხეზე – აზერბაიჯანი 0.5 ქულით და მეხუთეზე ბელარუსი – 0.38 ქულით.
აღმოსავლეთ პარტნიორობის 2023 წლის ინდექსში, მდგრადი განვითარების რეიტინგში, პირველ ადგილზეა ბელარუსი 0.72 ქულით, მეორეზე მოლდოვა- 0.68 ქულით, მესამეზე – უკრაინა 0.67 ქულით, მეოთხეზე საქართველო – 0.6 ქულით, მეხუთეზე სომხეთი – 0.55 ქულით და მეექვსეზე აზერბაიჯანი – 0.53 ქულით.

ასევე დაგაინტერესებთ