ლაშა გეგეჭკორი: გახსენით დებატები. იმსჯელოს მინისტრმა, ორივე რექტორმა, სამეცნიერო საზოგადოებამ და ყველა ერთად მივიდეთ სწორ, არგუმენტირებულ გადაწყვეტილებამდე

განათლების მინისტრის განცხადებას თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების შესახებ მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„ბევრმა იცით რომ სტუ-ს რექტორი, დათო გურგენიძე ჩემი კლასელი და მეგობარია.

ბევრმა არ იცით, რომ მეც აქ ვსწავლობდი და ენერგეტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული.

არც ერთი არ არის არგუმენტი.

ვხედავ, რომ ხალხის აზრი გაყოფილია. მხოლოდ „აქეთ-იქეთ“ კი არა, „აქეთაც“.

გახსენით დებატები. იმსჯელოს მინისტრმა, ორივე რექტორმა, სამეცნიერო საზოგადოებამ და ყველა ერთად მივიდეთ სწორ, არგუმენტირებულ გადაწყვეტილებამდე.

ვისაც ეს პოსტი პოლიტიკური ჰგონია, ნუცუბიძეზე ამოვიდეს და ბენდუქიძის სახ. მე(ნ)დალს გადავცემ.

გმადლობთ ყურადღებისთვის“, – წერს ლაშა გეგეჭკორი.