ტაო-კლარჯეთში შემეცნებითი-საგანმანათლებო ტური მოეწყო

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში, ტაო-კლარჯეთში შემეცნებითი-საგანმანათლებო ტური მოეწყო.
სამი დღის განმავლობაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ტაო-კლარჯეთის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლები მოინახულეს, მოხსენებები მოამზადეს ტაძრების შესახებ და სხვადასხვა სახის აქტივობები ჩაატარეს. პროექტი „ტაო-კლარჯეთი ჩვენი შთაგონება“ მიზნად ისახავდა სტუდენტებში ცნობიერების ამაღლებას ისტორიული საქართველოს ტერიტორიებისა და კულტურული, რელიგიური ძეგლების შესახებ.
სტუდენტური პროექტის ავტორია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი ლიზი ბაბუჩაიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვანცენტ ხაბეიშვილი თამარ ცაგარეიშვილს: ქალბატონო თამარ, სანქცია არ არის “სისხლის გუბე”, არც მეტაფორულად, არც რეალურად. აი, ნამდვილ სისხლის გუბეებში კი იწვნენ (და ვიწექით), როგორც თქვენ ამბობთ – “კოლეგები”