ლევან ხაბეიშვილის დედა, მარინა კოტრიკაძე საკუთარი შვილის და მისი საუბრის შესახებ იხსენებს, რომელიც მისი თქმით, დაჭერამდე 10 დღით ადრე შედგა.
მარინა კოტრიკაძის თქმით, შვილი ეუბნებოდა, რომ ამდენი უსამართლობა რომ ხდება, ამ ფონზე ვერ გაჩერდებოდა.
მე ვთხოვე, იქნებ ასეთი მწვავე განცხადებები არ გაეკეთებინა, პროცესიდან გაწევა არც მითხოვია,- ამბობს კორტიკაძე.
დაჭერამდე 10 დღით ადრე მესაუბრა, დედიკო, ამდენი უსამართლობაა და ასე ვერ გაჩვერდებიო. მე ვთხოვე, იქნებ ასეთი მწვავე განცხადებები არ გაეკეთებინა, პროცესიდან გაწევა არც მითხოვია. ვთხოვდი, ყველა ინფორმაცია კარგად გადაამოწმე, რომ რაიმე ტყუილი არ გამოგივიდეს. ერთხელ რომ ტყუილს იტყვი, მერე სიმართლეს არავინ დაგიჯერებს – მეთქი. მეშინოდა არ მოკლან- თქო, ციხიდან გამოვა და რომ მოეკლათ, რა მექნა? თქვენ ხომ იცით, რაც უქნეს და როგორი პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის. რომ გადავავლოთ თვალი, ლევანის განცხადებებს, ყველაფერი გამართლდა. სულ მეუბნებოდა, ტყუილს არაფერს ვამბობო – ამბობს მარინა კოტრიკაძე.




