გურამ მაჭარაშვილი – საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების ძალიან დიდი შანსი არსებობს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ – მიმდინარეობს კონსულტაციები, რა ფორმატით წარდგება „ხალხის ძალა“ წინასაარჩევნო კამპანიისას

საკონსტიტუციო უმრავლესობის აღების ძალიან დიდი შანსი არსებობს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ – „ხალხის ძალა“ 2024 წლის არჩევნებში სერიოზულ წვლილს შეიტანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები, თუ რა ფორმატით წარდგება „ხალხის ძალა“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, გუნდში მოლოდინი აქვთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა იმ პოლიტიკას დაუჭერს მხარს, რაც „ხალხის ძალას“ აქვს.
„ფორმატი არის სულ ორი – ან ცალკე გახვალ, ან ერთიანი სიით. „ხალხის ძალის“ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები არსებობს და რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ამას თქვენც და საზოგადოებაც გაიგებს. რაც შეეხება ფორმატს, თუ როგორით გავალთ, რა თქმა უნდა, ამასაც გაიგებთ, მაგრამ ერთი დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ უმნიშვნელოვანესი როლი ექნება „ხალხის ძალას“ ნებისმიერი სტატუსით 2024-ის წინასაარჩევნო კამპანიის დროს და უმნიშვნელოვანესი შედეგები ექნება მის მონაწილეობას 2024 წლის 26 ოქტომბრის ს შედეგებზე“, – განაცხადა მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალეკო ელისაშვილი – „იმედმა“ „ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო კლიპი გააჩერა, დაამტკიცეთ, რომ „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ შეუსრულებიაო – უფასო ფული ვისაც გაქვთ გამოდით, უნდა დაგთვალოთ!