პუტინმა არაბთა გაერთიანებული საამიროების მმართველს უთხრა, რომ სურს მასთან ირანის გამო დაძაბულობის განხილვა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 29 იანვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერს, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს, განუცხადა, რომ ყურადღებით აკვირდება ირანში არსებულ ვითარებას და სურს, რომ ეს საკითხი მასთან კრემლში მოლაპარაკებების დროს განიხილოს.

Reuters-ის თანახმად, პუტინმა ეს კომენტარი არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტთან მოლაპარაკებების დაწყებისას გააკეთა, რომლის ქვეყანაშიც ცოტა ხნის წინ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების გარშემო მოლაპარაკება გაიმართა.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ -სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პოტენციალი ჯერ არ არის ამოწურული და რომ თეირანის წინააღმდეგ ძალის ნებისმიერმა გამოყენებამ შეიძლება რეგიონში „ქაოსი“ გამოიწვისო და სახიფათო შედეგებამდე მიგვიყვანოს.

პესკოვმა კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს მოუწოდა, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და “ბირთვული იარაღის” შესახებ შეთანხმებას მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ მას დაარტყამს.
ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს დაიდო ბირთვული შეთანხმება, რომელიც ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს აშშ-მა ცალმხრივად დატოვა, რის გამოც ირანს აღუდგა სანქციები და მან ეტაპობრივად განაახლა ბირთვული პროგრამა, რომელიც სამხედრო ნაწილს, ირანის თანახმად, არ მოიცავს და მხოლოდ სამოქალაქო მიზნებს ემსახურება.

ასევე დაგაინტერესებთ

საბა ბრაჭველი: ეს კანონი შეეხება არა მედიებს, არა ენჯეოებს, არა პარტიებს, არამედ ყველას, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ან უცხოელთან, ან უცხოეთში მცხოვრებ ქართველთან რაიმე სახის კავშირი აქვს და რაიმე, თუნდაც უფასო ბენეფიტს იღებს მისგან