კრემლში აცხადებენ, რომ მოსკოვში მოლაპარაკებებისთვის მიწვევაზე ვოლოდიმირ ზელენსკისგან პასუხი არ მიუღიათ

მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში მოწვევაზე ზელენსკისგან პასუხი არ მიგვიღია , – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის განცხადებით, კრემლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გამართვას მოსკოვში სთავაზობს.
„არანაირი პასუხი არ ყოფილა. ჩვენ მოსკოვის შესახებ ვსაუბრობთ და ამ თემაზე სპეკულაცია უადგილოა“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა, რომ თუ ვოლოდიმირ ზელენსკის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მაშინ მოსკოვში უნდა ჩავიდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას