უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით 25 იანვრის ღამეს განადგურებულია 11 რუსული დრონი.
სულ საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიისკენ 14 დრონი გაუშვეს. ორმა დრონმა მიზანს ოდესაში მიაღწია, აფეთქების შედეგად დაშავებულია 6 ადამიანი.
გარდა ამისა, ბელგოროდის მხრიდან უკრაინის მიმართულებით ოკუპანტებმა რამდენიმე საზენიტო, მართვადი C-300 რაკეტით მიიტანეს იერიში.
“მტერმა 14 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში. დრონები პრიმორსკო-ახტარსკის ოლქიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. ბელგოროდის ოლქიდან ხარკოვს მიმართულებით ნასროლია C-300 ტიპის 4 მართვადი რაკეტა”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიით, ავიაციითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ყოველდღიურად ბომბავს.