“ამის დაწერა თუ მომიწევდა, კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი – “ხელები შორს 104-წლიანი ისტორიის მქონე ტექნიკური განათლების ფლაგმანისგან.”
შენობები, რომლებშიც ამ გადაწყვეტილებებს იღებთ, კომუნიკაციები, რითაც სარგებლობთ ამ განცხადებების გაკეთებისას, დენი, წყალი, გათბობა კომფორტულად რომ იგრძნოთ თავი, გზები, რითაც მოგზაურობთ და რა ვიცი კიდევ რა, ყველაფერი გპი-ს და მერე უკვე სტუ-ს კურსდამთავრებულების შრომის, ცოდნის და ღვაწლის შედეგია.
დაფიქრდით რაზე აწიეთ ხელი. სტუ მარტო ისტორიული მემკვიდრეობის უნიკალური შენობები არაა, რაც ერთობ მომხიბლავია ალბათ.” – წერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ირინა გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, დღეს, ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მიქანაძემ ისიც დასძინა, რომ გადაწყვეტილება რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მიიღეს




