ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებს ადვოკატი.
ადვოკატის თქმით, ილია ღუდუშაურისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. ის ამბობს, რომ საქმის მასალები ჯერ არ გადაუციათ და შესაბამისად, არ იცის, რას ედავებიან ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს.