დანია, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად, 91 მილიონ კრონას (13,26 მილიონ დოლარს) გამოყოფს. ამის შესახებ სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
“შეწირულობა ესტონეთ-ლუქსემბურგის ხელმძღვანელობით, IT კოალიციის ეგიდით უკრაინისთვის ხორციელდება, რომელსაც დანია სხვა ქვეყნებთან ერთად შეუერთდა”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
დანიამ და IT კოალიციის სხვა წევრებმა სამშაბათს ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას უკრაინის თავდაცვის შესახებ საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრასთან დაკავშირებით. დანიის გარდა, კოალიციაში შედიან ისლანდია, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, უკრაინა და ესტონეთი. ამ დროისთვის ლუქსემბურგმა და ესტონეთმა ფინანსური დახმარებაც გამოაცხადეს.
“დონაცია არის მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის კიბერთავდაცვის გაძლიერების გრძელვადიან მხარდაჭერაში”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პულსენმა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წლის გაზაფხულიდან დანიამ უკრაინას გამოუყო დაახლოებით 4,3 მილიარდი ევრო სამხედრო მიზნებისა და დაახლოებით 408 მილიონი ევრო სამოქალაქო მიზნებისთვის.