თინა ხიდაშელი: დიქტატურის კანონმდებლობა

“დიქტატურის კანონმდებლობა” – ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი “ქართული ოცნების” მიერ ე.წ. გრანტების კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას.

მისი თქმით, ივანიშვილის გუნდი “სიგიჟეებს საუბრობს”, თუმცა მიუხედავად ამისა ხიდაშელის შეფასებით, 3 წელია კანონებს იღებენ თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების გასანეიტრალებლად, გასანადგურებლად, თუმცა ისინი მაინც ვერ “ამოქოლეს”.

ენით აუწერელი სიგიჟეები ილაპარაკეს. რაც მოვისმინეთ ახალ ცვლილებებზე ჩვეულებრივი დიქტატურის კანონმდებლობაა, მაგრამ მგონი სხვაგვარად უნდა შევხედოთ.

3 წელია კანონებს იღებენ თავისუფალი აზრის, თავისუფალი ადამიანების გასანეიტრალებლად, გასანადგურებლად.

3 წელია კანონებით დაგვდევენ და აგერ 2026იც იმით დაიწყეს რომ ვერ ამოგვქოლეს, ვერ გაგვაქრეს და აბა ვინ რა სიგიჟეს მოიფიქრებს ამჯერად ….

ხოდა არ იქოლება, არ ქრება

თავისუფლების სიყვარული

 არც სამშობლოს სიყვარული ქრება და ამოიქოლება

 არც თავდადებას და საკუთარი რწმენის და იდეალებისთვის ბოლომდე ბრძოლას აქვს სასრული

PS საუკეთესო ნაწილი მაინც ის არის

– ნებისმიერი პირის, ნებისმიერი პირისთვის

და ესეც

– რამე გავლენის მოხდენის რწმენით ან განზრახვით განხორციელებულ ან განსახორციელებელ ისეთ საქმიანობას

 ამაზე უარესი რა უნდა დაემართოთ ნეტავ”- წერს ხიდაშელი. 

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ