მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრებს შეხვდა.
ბოჭორიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აქტუალური საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლის როლზე და ამ კონტექსტში განხილულ იქნა შუა დერეფნის სატრანსპორტო პოტენციალი,” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.




