ჩემთვის ძალიან მძიმეა ამაზე ლაპარაკი იმიტომ, რომ მარინას პირადად ვიცნობ, ხატიაშვილს, არაჩვეულებივი ადამიანია… ძალიან მძიმე საყურებელი იყო ჩემთვის ის ყველაფერი, რასაც ვხედავდით, რომ ესე ზამთარში… ყველაზე მარტივი, სახელმწიფოს რაც შეეძლო გაეკეთებინა, რომ ამ სიცივეში არ ეძგერო და არ ათრიო ეს ხალხი აქეთ-იქით…
კარგად რომ ჩავუჯდეთ ამ ბანკებს, ხელები უნდა დავუმოკლოთ საერთო ჯამში, არ შეიძლება ესე, რომ მთელი საქართველო ბანკებს ვემსახურებით. საქართველო არის ბანკების მომსახურების სერვისი…
ხომ შეიძლება, რომ დავსხდეთ და ვთქვათ, რომ იცი რა, არც ბანკები უნდა დაინგრნენ და დაზარალდნენ და უბედურ დღეში იყვნენ, იმიტომ რომ ძალიან საჭიროები არიან, მითუმეტეს ეკონომიკისთვის, მაგრამ ისეც არ უნდა იყოს, რომ მე მქონდეს განცდა, რომ ესენი ახლა სადმე შემიტყუებენ და ხელებს გადამიგრიხავენ და გამპარსავენ იმიტომ, რომ ეს ხდება ხოლმე ბევრ შემთხვევაში. ხომ შეიძლება, რომ იმათმაც სარგებელი ნახონ, ცოტა მოზომილი და არ ვუყურებდეთ იმ სცენებს, რასაც ვუყურებთ ამ დღეების განმავლობაში.
თქვა მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა TV პირველის ეთერში, 23 იანვარს კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოქალაქეების გამოსახლებასთან დაკავშირებით.