მომავალ კვირას იხსნება საგაზაფხულო სესია. პირველივე სხდომებზე მოხდება განხილვა და სურსათის ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა – შესაძლებლობა გვექნება, პროცესში მთელი საზოგადოება იყოს ჩართული საჯარო სხდომების საშუალებით,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო კომისია სამივე საკითხს – პროდუქტების, მედიკამენტებისა და საწვავის ფასთან დაკავშირებულ სურათს შეისწავლის.
„შესაძლებლობა გვექნება, მთელი საზოგადოება იყოს ამაში ჩართული საჯარო სხდომების საშუალებით, ყველამ ერთად მოვისმინოთ, როგორ ხდება ამ სფეროებში ფასების წარმოქმნა.
მწარმოებელი, დისტრიბუტორი თუ სხვა რგოლისგან მოვისმენთ გაცხადებებს. ვხედავთ განცხადებებს, რომ ისინი ხედავენ ფასების დაწევის შესაძლებლობას. გარკვეულ საკითხებზე მიუთითებენ, რომელიც შეიძლება დარეგულირდეს საკანონმდებლო სახით, შესაძლოა, პრაქტიკა არის შესაცვლელი, მათ შორის ცნობიერების მხრივ. საჯარო პროცესში ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული და ერთად შევძლებთ საკითხში გარკვევას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.




